აგვისტოში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი მხოლოდ აზერბაიჯანში იყო და ისიც უმნიშვნელო მოცულობის.
სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, აგვისტოში მცირე 10 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა ექსპორტზე აზერბაიჯანში და დაახლოებით იგივე მივიღეთ მათგან იმპორტის სახით. აგვისტოში 76 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა რუსეთიდანაც, თუმცა ეს დროებით ოკუპირებულმა აფხაზეთმა მოიხმარა თუ დანარჩენმა საქართველომ, სემეკის ანგარიშიდან გახდება ცნობილი.
2025 წლის იანვარ-აგვისტოს სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოდან ექსპორტზე ჯამში 505 მლნ კვტ.სთ მოცულობის ელექტროენერგია გავიდა ექსპორტზე.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან ელექტროენერგიის ექსპორტი მცირდება. საქართველოში წარმოებული დენის ექსპორტმა ზრდა 2022 წელს დაიწყო და 971 მლნ კვტ.სთ მიაღწია, 2023 წელს კი ქვეყანამ რეკორდული 1 468 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გაყიდა, შარშან კი ექსპორტი 1 047 მლნ კვტ.სთ-მდე შემცირდა. ექსპორტიორთა ნაწილი კლებას თურქეთში, რომელიც ქართული ელექტროენერგიის მთავარი ბაზარია დაახლოებით 80%-იანი წილით, შემცირებულია ფასები და მოთხოვნა.




























