ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 10.7%-ით 321.5 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.9%-ს შეადგენს, შესაბამისი 144.3 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 11.7%-ს შეადგენს.
ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, აგვისტოში აშშ-დან 16.8%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 59.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან. კერძოდ, აგვისტოში წლიურად 2.9%-ით შემცირდა და 41.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
წლის დასაწყისიდან 8 თვეში გადმორიცხულია 2 მილიარდ 373 მლნ აშშ დოლარი.
ცნობისთვის, 2025 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 35.7 მლნ აშშ დოლარი (96.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის აგვისტოს (33.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.8% მეტია.



























