საქსტატმა საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც აგვისტოს განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში $492 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 19 მილიონი დოლარით, ანუ 4%-ით მეტია.
რაც შეეხება მთლიანად რვა თვის შედეგებს, საქართველოს ექსპორტმა 4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 14.3%-ით არის გაზრდილი.
აგვისტოში საქართველოს იმპორტი 1.27 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 1%-ით არის გაზრდილი, ხოლო იანვარ-აგვისტოს იმპორტმა 9.9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 18%-ით არის მომატებული.
საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ ანგარიშს 19 სექტემბერს წარადგენს, შესაბამისად ამ დღეს გახდება ცნობილი თუ რა საქონლის ექსპორტი და იმპორტი გაიზარდა აგვისტოს განმავლობაში.