მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოში საქართველოს საერთაშორისო რეზერვები გაიზარდა, წლიურად კლება, თითქმის, $600 მილიონია

ოქრო - დოლარი

სამთვიანი კლების შემდეგ, აგვისტოში საქართველოს საერთაშორისო რეზერვები გაიზარდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 სექტემბრისთვის, ქვეყანა 4.82 მლრდ დოლარის სარეზერვო აქტივებს ფლობდა, რაც ბოლო 1 თვეში 170.8 მლნ დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია.

სარეზერვო აქტივებში 3.79 მლრდ დოლარი უცხოური ვალუტის რეზერვებზე მოდის. ამავე პერიოდისთვის საქართველო 576.7 მლნ დოლარის ღირებულების ოქროს ფლობდა.

მიუხედავად აგვისტოში რეზერვების შევსებისა, წლიურ ჭრილში, სარეზერვო აქტივების მოცულობა მაინც მკვეთრად - 594,4 მლნ დოლარით არის შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები