მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოში საქართველოს საგარეო ვალი შემცირდა

6424270c769dd
შოთა ტყეშელაშვილი
14.09.23 12:03
2496

აგვისტოში საქართველოს საგარეო ვალი შემცირდა - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მთლიანი სახელმწიფო ვალი 8.15 მილიარდ დოლარს ანუ 22.52 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს თანხა ივლისთან შედარებით 193 მილიონი ლარით და 28 მილიონი დოლარით ნაკლებია. ვალის შემცირების მთავარი მდგენელი აგვისტოს განმავლობაში გაცვლითი კურსის გამყარებას უკავშირდება, რის გამოც ლარებში გამოსახული ვალის ნაშთი დაკლებულია. 

საქართველოს ვალის უდიდესი ნაწილი საერთაშორისო დონორული ორგანიზაციების მიმართ აქვს. მათ შორის ყველაზე დიდი 2.16 მილიარდი დოლარის სავალო ნაშთი საქართველოს აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიმართ მართებს. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკის ჯგუფი 2.07 მილიარდი დოლარის სავალო ნაშთით. 

ვის მიმართ აქვს საქართველოს საგარეო ვალი - რეიტინგი

  • აზიის განვითარების ბანკი (ADB) - 2.16 მილიარდი დოლარი;
  • მსოფლიო ბანკის ჯგუფი - 2.07 მილიარდი დოლარი; 
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი  (EIB) - 1 მილიარდი დოლარი;
  • საფრანგეთი (AFD) - 758 მილიონი დოლარი;
  • გერმანია (KFW) - 627 მილიონი დოლარი;
  • საქართველოს ევრობონდი - 500 მილიონი დოლარი;
  • ეროვნული ბანკის ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ (IMF) - 415 მილიონი დოლარი;
  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) - 227 მილიონი დოლარი;
  • აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი  (AIIB) - 205 მილიონი დოლარი;
  • მთავრობის ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ (IMF)  - 195 მილიონი დოლარი;
  • ევროგაერთიანება (EU) - 145 მილიონი დოლარი;
  • იაპონია - 137 მილიონი დოლარი;
  • სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) - 38 მილიონი დოლარი;
  • რუსეთი - 19 მილიონი დოლარი;
  • ავსტრია - 14 მილიონი დოლარი;
  • ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) - 13 მილიონი დოლარი;
  • ქუვეითი - 12 მილიონი დოლარი;
  • ამერიკის შეერთებული შტატები - 10 მილიონი დოლარი;
  • თურქეთი - 4 მილიონი დოლარი;
  • ყაზახეთი - 2 მილიონი დოლარი;
  • აზერბაიჯანი - 2 მილიონი დოლარი;
  • სომხეთი - 2 მილიონი დოლარი;
  • ირანი - 2 მილიონი დოლარი.


საგარეო ვალი
Infogram

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები