TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევიდან ირკვევა, რომ 2021 წლის აგვისტოში საქართველოს მსხვილ სასტუმროებში ნომრების საშუალო დატვირთვის მაჩვენებელი 68%-ზე იყო, რაც 2019 წელს არსებულ დატვირთვის დონეს - 79%-ს მხოლოდ 11 პპ-ით ჩამოუვარდებოდა.
უფრო კონკრეტულად კი თბილისის სასტუმროებში (ყველა ზომითი კატეგორია) აგვისტოში ნომრების დატვირთვის დონე 73% იყო, (2019 წელს 79%), ზღვისპირეთში კი ნომრების საშუალო დატვირთვა 64% იყო (2019 წელს 75%).
რაც შეეხება ნორმების ფასებს, 2021 წლის აგვისტოში სტანდარტული ნომრის ფასი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით იყო შემცირებული.
სასტუმროებისგან განსხვავებით, თბილისში ბინების გაქირავების ელექტრონული სისტემა - AirBnb-ზე განთავსებული ობიექტების დატვირთვა და ჯამური შემოსავალი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად კვლავ დაბალია.
TBC Capital-ის ანგგარიშის თანახმად, 2021 წლის აგვისტოში თბილისის AirBnb-ის ბაზრის ჯამური შემოსავალი 2019 წელთან შედარებით 60%-ით ნაკლები იყო.