მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აგვისტოში ტურიზმიდან საქართველომ $523 მლნ მიიღო

6323019f2ef96
მარიამ ვარადაშვილი
15.09.22 18:21
510
2022 წლის აგვისტოში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 523 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ჯამში მიმდინარე წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2.1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

2019 წლის აგვისტოში საერთაშორისო ვიზიტორებიდან მიღებული შემოსავალი 413 მლნ დოლარი იყო. შესაბამისად 2019 წელთან შედარებით 2022 წლის აგვისტოში ზრდა 26.6%-ია.

ქვეყნების მიხედვით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით რუსეთი ლიდერობს, საიდანაც 2022 წლის აგვისტოში 133 მლნ დოლარი მიიღო ქვეყანამ. მეორე ადგილს საუდის არაბეთი იკავებს, საიდანაც დანახარჯები 54.6 მლნ დოლარია. მესამე ადგილზეა 47 მლნ დოლარით თურქეთი. ევროკავშირის ქვყნებიდან ვიზიტორების დანახარჯებმა 51.4 მლნ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი ევროკავშირის ქვეყნების დანახარჯებს დიდი ბრიტანთსაც ათვლის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები