მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოში თურქეთს აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დროებით შეუჩერდება

გაზი
26.07.24 16:39
287

აგვისტოში თურქეთს აზერბაიჯანული გაზის მიწოდება რამდენიმე დღით შეუჩერდება. მიზეზი საექსპორტო მილსადენის ტექმომსხურების სამუშაოებია. ინფორმაციას BMG-ის აზერბაიჯანის ბიურო თურქეთის სახელმწიფო კომპანია BOTAŞ-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ „შაჰდენიზის“ გაზსადენზე დაგეგმილი ტექნიკური მომსახურების სამუშაოებისა და რემონტის გამო ბუნებრივი აირის მიწოდება თურქეთის სახელმწიფო გაზგამანაწილებელ ქსელში „თურქგეზის“ მხრიდან 5 დღის განმავლობაში 31 ივლისიდან 5 აგვისტომდე შეუძლებელია იქნება, TANAP-ის შესვლის წერტილიდან - 4 დღის განმავლობაში 5 აგვისტოდან 9 აგვისტომდე.

ამასთან კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ეროვნულ გაზგამანაწილებელ ქსელში აღნიშნულ პერიოდში მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის შენარჩუნებისთვის ყველა ზომა გათვალისწინებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები