მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

AI-ჩიპების შექმნის მიზნით, OpenAI და Broadcom-ი $10-მილიარდიან თანამშრომლობას იწყებენ

broadcom

ტექნოლოგიურ სექტორში მორიგი ისტორიული გარიგება შედგა, ამერიკული OpenAI და კომპანია Broadcom-ი თანამშრომლობას იწყებენ, რათა ახალი თაობის AI-ჩიპები შექმნან.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის შემდეგი პრინციპით განხორციელდება: ამ თანხის სანაცვლოდ Boradcom-ი ახალი თაობის AI-პროცესორებს შექმნის, რომელთაც ტაივანური TSMC აწარმოებს და მათ საბოლოოდ OpenAI გამოიყენებს, რათა თავისი ხელოვნური ინტელექტი, ChatGPT გამოკვებოს.

გარიგება მასში ჩართული ყველა მხარისათვის სარგებლის მომტანი იქნება, თუმცა აქვე ჩნდება ლოგიკური შეკითხვა, თუ ვინ იზარალებს ამ თანამშრომლობით? - პასუხი მარტივია: NVIDIA. საქმე ისაა, რომ ჯენსენ ჰუანგის კომპანიას, ამ დრომდე, AI-პროცესროების ბაზარზე ფაქტობრივი მონოპოლია ჰქონდა, თუმცა თუ Broadcom-ის პროდუქტი კონკურენტუნარიანი აღმოჩნდება, მაშინ NVIDIA-ს ბაზრის წილის დათმობა ან მოგების მარჟის შემცირება მოუწევს.

ცხადია, ეს სიახლე Broadcom-ის ინვესტორებმა განსაკუთრებით პოზიტიურად მიიღეს და მისი გავრცელების შემდეგ, კომპანიის კაპიტალიზაცია 20%-ით, $1.6 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები