მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

AI-ის გამო, რუსული Sberbank-ი თანამშრომლების 20%-ს ათავისუფლებს

sberbank

უმსხვილესი რუსული საბანკო-საფინანსო ჰოლდინგის, Sberbank-ის განცხადებით, წლის ბოლომდე კომპანია თანამშრომლების 20%-ს გაათავისუფლებს.

კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, სამსახურის გარეშე დარჩებიან ის თანამშრომლები, რომლებიც დაბალი ეფექტიანობით გამოირჩევიან. როგორც ცნობილია, მათ სამუშაოს ხელოვნური ინტელექტი შეასრულებს.

კონკრეტულად რომელი AI-მოდელების გამოყენებას გეგმავს Sberbank-ი, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანია ამ მიმართულებით $1 მილიარდის ინვესტიციას დებს და ის ექსტრემალურად მაღალი ეფექტიანობის AI-აგენტებს მიიღებს, რომლებიც მომავალში სხვა თანამშრომლებსაც ჩაანაცვლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები