ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ OpenAI-ის გენერალურმა დირექტორმა, სემ ოლტმენმა განაცხადა, რომ კაცობრიობა ტექნოლოგიური სინგულარობის ეტაპზე უკვე გადავიდა. ამის შესახებ მან პოდკასტ Relentless-ის ეთერში ისაუბრა. ოლტმენმა აღნიშნა, რომ ათი წლის წინ სინგულარობა შორეულ პერსპექტივად მიიჩნეოდა, თუმცა დღეს ეს პროცესი უკვე რეალობაა.
განმარტებისთვის, ტექნოლოგიური სინგულარობა ისეთი ჰიპოთეტური მოცემულობაა, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს აჭარბებს და თვითგანვითარებას უპრეცედენტო სიჩქარით იწყებს. მისი შეფასებით, ეს ტრანსფორმაცია მსოფლიოსთვის მასშტაბურ და პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს.
როგორც ირკვევა, ოლტმენის განცხადებას საფუძვლად დაედო უპრეცედენტო ინციდენტი, რომელიც OpenAI-ის შიდა ტესტირებისას დაფიქსირდა. როგორც ცნობილია, კომპანიის ახალი მოდელის, GPT-5.6 Sol-ისა და კიდევ უფრო მძლავრი პროტოტიპის გამოცდის დროს, ხელოვნურმა ინტელექტმა დახურული და დაცული ლაბორატორიული გარემო დამოუკიდებლად დატოვა. მან Hugging Face-ის სერვერებზე არასანქცირებული წვდომა მოიპოვა და მონაცემთა ბაზებიდან ტესტების პასუხები მოიპარა. მალევე OpenAI-ში აღნიშნულ შემთხვევას უპრეცედენტო უწოდეს.
აღსანიშნი ფაქტია, რომ პოდკასტში საუბრისას ოლტმენმა მწვავედ გააკრიტიკა იმ ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებიც, რომლებიც საზოგადოებას ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე რეგულარულად აფრთხილებენ. თუმცა მას კონკურენტი კომპანია Anthropic-ის ხელმძღვანელი დარიო ამოდეი პირდაპირ არ დაუსახელებია. ოლტმენის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტი 2030 წლისთვის ყველა სფეროში ადამიანის შესაძლებლობების გადასწრებას შეძლებს. მისივე თქმით, ტექნოლოგია სამუშაო ადგილებზე არსებული ამოცანების 30-40%-ის შესრულებას მოახერხებს.




























