მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Air Astana და Pegasus Airlines-ი რუსეთში ფრენებს აჩერებენ

622b27a47ace6
მარიამ ვარადაშვილი
11.03.22 14:48
640

ყაზახეთის ეროვნულმა ავიაკომპანიამ Air Astana-მ, რომელიც მასშტაბური ავიასანქციების ფონზეც აგრძელებდა რუსეთში ფრენებს, დღეს განაცხადა, რომ ოპერირებას აჩერებს. 

Air Astana რუსული ბაზრის დატოვებას სადაზღვევო მიზეზებით ხსნის. კერძოდ, აცხადებს, რომ დაზღვევა რუსეთის ტერიტორიაზე კომერციულ ფრენებს აღარ ფარავს, რის გამოც რუსეთში ყველა ფრენას აჩერებენ. გავრცელებულ განცხადებაში Air Astana იმედოვნებს, რომ რუსეთში ფრენების აღდგენას “რაც შეიძლება მალე შეძლებს”.

რუსეთის ბაზარს დროებით თურქული ბიუჯეტური Pegasus Airlines-იც ტოვებს. კერძოდ, ავიაკომპანიის განცხადებით, 13-მარტიდან 27 მარტამდე ფრენებს აჩერებს. თურქული ავიაკომპანია ამ გადაწყვეტილებას “ოპერაციული რისკებით” ხნის, რაც რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესებას მოჰყვა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები