უმსხვილესი ყაზახური ავიაკომპანია Air Astana საფონდო ბირჟაზე წარმატებით დაილისტა და IPO-ს მოცულობამ 847 მილიონ დოლარს მიაღწია.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოჩენის წყალობით, Air Astana-ს ხელმძღვანელობამ ინვესტორების მხრიდან 370 მილიონი დოლარის მოზიდვა შეძლო, რაც საჰაერო ფლოტის განვითარებას და ბიზნესის გაფართოებას უნდა მოხმარდეს.
Air Astana ამჟამად ორმაგადაა დალისტული, როგორც ყაზახეთის, ასევე დიდი ბრიტანეთი საფონდო ბირჟაზე. თავად ეს კომპანია 2001 წელს დაფუძნდა და ის ამჟამად ფრენებს 91 მიმართულებით ასრულებს, Air Astana-ს ფლოტში 50 აქტიური ხომალდი და 6,000-მდე თანამშრომელი ირიცხება.