მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სინგაპურის ავიახაზები Neste-სგან 100%-ით მდგრად საავიაციო საწვავს შეიძენს - Reuters

saf

Singapore Airlines Group-ი ფინური კომპანია Neste-სგამ 1 000 ტონა მდგრად საავიაციო საწვავს (SAF) შეიძენს. Neste-ს განცხადებით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც კომპანია თავისივე წარმოების სუფთა საწვავს გაყიდის. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

შეთანხმების თანახმად, Neste მდგრად საწვავს, რომელიც 100%-ით განახლებადი ნარჩენებისა და ნარჩენი ნედლეულისგანაა წარმოებული, სინგაპურის ავიახაზებს 2024 წლის II და IV კვარტალში გადასცემს.

აღსანიშნავია, რომ Neste-ს ქარხანა, რომელიც სინგაპურში მდებარეობს, გადამუშავებული ნარჩენებისგან საავიაციო საწვავის მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელია და ყოველწლიურად 1 მილიონ მეტრულ ტონა SAF-ს აწარმოებს.

ლი ვენ ფენი, სინგაპურის ავიახაზების წარმომადგენელი, მედიასთან აღნიშნავს, რომ Neste-სთან თანამშრომლობა ავიაკომპანიას საშუალებას აძლევს, 2030 წლისთვის მისი საწვავის 5% მდგრად საავიაციო საწვავზე მოდიოდეს.

ცნობისთვის, თებერვალში სინგაპურის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, 2026 წლიდან ნებისმიერი თვითმფრინავისთვის, რომელიც სინგაპურის აეროპორტიდან აფრინდება, მდგრადი საავიაციო საწვავის გამოყენება სავალდებულო იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები