TAV Holding-მა 2024 წლის პირველი კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან ჯგუფის შემოსავალმა 27.4 მილიონი ევრო შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20.5%-ით მეტია.
აქედან თბილისის აეროპორტის შემოსავალმა 22.9 მილიონი ევრო შეადგინა, ბათუმის აეროპორტის შემოსავალი კი 4.5 მილიონი ევროა. თბილისის აეროპორტის მოგება კი 11 მილიონი ევრო იყო.
ამასთან, TAV Holding-ის შემოსავლების ანგარიშის თანახმად, მთლიანად ჯგუფმა 2024 წლის პირველ კვარტალში 320.8 მილიონი ევროს შემოსავალი მიიღო, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-ით მეტია.
TAV Holding-ის შემოსავლების უდიდესი ნაწილი თურქეთისა და ყაზახეთის აეროპორტების მიერ არის გენერირებული, შემდეგ პოზიციებს იკავებს საქართველოს, საუდის არაბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ტუნისისა და ხორვატიის აეროპორტები. სახელმწიფოსთან გაფორმებული შეთანხმებით, TAV Holding-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი 2027 წლის თებერვლის ჩათვლით იქნება.
TAV ჯგუფის შემოსავლები ქვეყნების მიხედვით 2024 წლის პირველ კვარტალში:
ყაზახეთი - 116.8 მილიონი ევრო;
თურქეთი - 108 მილიონი ევრო;
საქართველო - 27.8 მილიონი ევრო;
მაკედონია - 10.9 მილიონი ევრო;
ხორვატია - 7.9 მილიონი ევრო;
ომანი - 7.3 მილიონი ევრო;
ლატვია - 6 მილიონი ევრო;
ტუნისი - 5.1 მილიონი ევრო;
ესპანეთი - 4.5 მილიონი ევრო;
საუდის არაბეთი - 3.7 მილიონი ევრო;
კატარი - 1 მილიონი ევრო;
სხვა - 21.8 მილიონი ევრო.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, ჰოლდინგის აქტივები 4.8 მილიარდი ევროა.