ძველ თბილისში, კერძოდ რიყის პარკში ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, საჰაერო ბურთით გაისერინოს და ქალაქის ლამაზი ხედებით არცმეტი არც ნაკლები - 150 მეტრის სიმაღლიდან დატკბეს. ამ სერვისს, მომხმარებელს Air Balloon Tbilisi სთავაზობს. ოპერირების ოთხი წლის თავზე შეიძლება ითქვას, რომ საჰაერო ბურთით გასეირნება როგორც ტურისტებისთვის ასევე სხვა საერთაშორისო ადგილობრივებისთვისაც ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი ატრაქციაა. რაც მთავარია პროცესს სეზონურობა არ გააჩნია და ამ გამოცდილების მიღება წლის ნებისმიერ პერიოდშია შესაძლებელი, თუ რა თქმა უნდა - უამინდობა არ არის.
სტუმარი: მეა კაპანაძე - Air Balloon Tbilisi-ის დირექტორი;