მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Air Cairo ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს იწყებს

Air Cairo

ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, ახალ საჰაერო ხაზზე - კაიროსა და ბათუმს შორის იწყებს ოპერირებას.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ფრენები 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში განხორციელდება.

ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, კაირო - ბათუმი - კაიროს საჰაერო ხაზზე არარეგულარული (ჩარტერული) რეისები 30 ივნისიდან 22 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს შესრულდება.

უწყების ცნობითვე, კაიროსა და ბათუმს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აქამდე არასოდეს ყოფილა.

დღეისათვის, Air Cairo ფრენებს ასრულებს შარმ ელ შეიხსა და თბილისს შორის, კვირაში 1 სიხშირით.

"ახალი მიმართულებით ფრენების დაწყება ეგვიპტის დედაქალაქსა და საქართველოს საზღვაო კურორტს შორის ახალ ტურისტულ დერეფანს ხსნის, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული ჯგუფების ტრანსპორტირებას", - აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები