მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Air Serbia-ს შემოსვლა ხაზს უსვამს, რომ ტურისტული სეზონი განსაკუთრებით წარმატებული იქნება - ქვრივიშვილი

ქვრივიშვილი

"ქართული ოცნების" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ავიაბაზარზე ავიაკომპანია Air Serbia-ს შემოსვლა დასტურია, რომ საქართველო მიმდინარე წელს მოთხოვნადი ტურისტული მიმართულებაა.

ქვრივიშვილის შეფასებით, ქვეყნის ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანიის შემოსვლა დადებითი დინამიკის მაჩვენებელია.

„Air Serbia-ს გადაწყვეტილება, რომ წელსვე, ივნისის თვიდან დაიწყოს ოპერირება, რა თქმა უნდა, ხაზს უსვამს, რომ მიმდინარე ტურისტული სეზონი განსაკუთრებით წარმატებული იქნება. ეს არის სრულიად ახალი მიმართულება ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის სექტორებისთვის, რაც ნიშნავს, რომ კიდევ ერთი, ახალი ქვეყნიდან შევძლებთ დამატებითი ტურისტული ნაკადების მოზიდვას, ამას კი ხელს შეუწყობს პირდაპირი ფრენების არსებობა. რა თქმა უნდა, სერბეთიდან პირდაპირი ფრენები, ერთი მხრივ, იქნება დამატებითი სტიმული ტურიზმის სექტორის და ტურისტული ნაკადების დივერსიფიკაციისთვის და, მეორე მხრივ, გააძლიერებს ტურიზმის სექტორში ჩართულ ქართველ მეწარმეებს, რაც დადებითად აისახება ინდუსტრიისა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

15 ივნისიდან, საქართველოს ავიაბაზარზე, ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოდის.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები