მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Airbnb-მ ქართული ენა დაამატა

5dc14d2150ae8
მიხეილ ხაჩიძე
05.11.19 15:00
1669

ბინებისა და სახლების გაქირავების საერთაშორისო და პოპულარულ პლატფორმა Airbnb-ს 31 ენა დაემატა, მათ შორის ქართულიც. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანიაზე დაყრდნობით დასავლური მედია ავრცელებს.



"ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ იმაზე, რომ საიტი სულ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. ჩვენი მიზანია, Airbnb-ის პლატფორმის გამოყენება ნებისმიერ ენაზე მოსაუბრე ადამიანისთვის იყოს კომფორტული", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


აღსანიშნავია, რომ Airbnb-ის პლატფორმა 2008 წელს დაარსდა და მას ამ ეტაპისთვის, მსოფლიოს 191-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში აქტიურად იყენებენ.



მთლიანობაში ამ ეტაპისთის ვებ-გვერდი  62 ენაზეა ხელმისაწვდომი.

Airbnb-ის პლატფორმას შემდეგი 31 ენა დაემატა:



1. ალბანური
2. სომხური
3. აზერბაიჯანული
4. ბოსნიური
5. ბულგარული
6. ტრადიციული ჩინური (ჰონგ-კონგი)
7. ინგლისური (ავსტრალია)
8. ინგლისური (კანადა)
9. ინგლისური (დიდი ბრიტანეთი)
10. ესტონური
11. ფრანგული
12. ქართული
13. ჰინდი (ინდოეთი)
14. ირლანდიური
15. ლატვიური
16. ლიეტუვური
17. მაკედონიური
18. მალტური
19. მონტენეგრული
20. რუმინული
21. სერბული
22. სლოვაკური
23. სლოვენური
24. ესპანური (არგენტინა)
25. ესპანური (ლათინური ამერიკა)
26. სუაჰილი (აფრიკა)
27. ტაგალური (ფილიპინები)
28. უკრაინული
29. ვიეტნამური
30. ქჰოსა (სამხრეთ აფრიკა)
31. ზული (სამხრეთ აფრიკა)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები