მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Airbnb -ზე საქართველოდან 50 ათასამდე აქტიური განცხადებაა - როგორია მოთხოვნა ბინების მოკლევადიან დაქირავებაზე?

ბინა

Airbnb -ზე აქტიური განცხადებების რაოდენობა იზრდება. ამ დროისათვის ბინების გაქირავების საიტზე საქართველოდან 50 ათასამდე აქტიური განცხადებაა, მათ შორის 18 ათასამდე აქტიური განცხადებაა თბილისიდან, ხოლო 20 000-მდე ბათუმიდან.

საქართველოში Airbnb-ის მენეჯმენტი კომპანია Wehost-ის დამფუძნებლის განცხადებით, განცხადებების ზრდას სერვისზე არა მაღალი მოთხოვნა, არამედ ბაზარზე შეცვლილი ტენდენცია განაპირობებს. კერძოდ, როგორც ნიკა ანჯაფარიძე „საქმის კურსთან“ ინტერვიუში განმარტავს, თუ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოში გაზრდილი მიგრაციის გამო მოქალაქეები ბინების გრძელვადიან გაქირავებაზე გადავიდნენ, ახლა ეს ადამიანები კვლავ ბინების მოკლევადიანი გაქირავების სერვისს დაუბრუნდნენ. შესაბამისად, Airbnb -ზე განცხადებების ზრდაც ამას უკავშირდება.

„განცხადებების რაოდენობის ზრდამ არ უნდა მოგვატყუოს, სამწუხაროდ ეს ზრდა არ არის გამოწვეული მოთხოვნიდან. ეს ზრდა განაპირობა იმან, რომ გრძელვადიან გაქირავებაზე აღარ არის მოთხოვნა ,როგორც აქამდე იყო. ის ხალხი, რომელიც იყო გადასული გრძელვადიან გაქირავებაზე, ახლა ბრუნდება აქ, რადგან გრძელვადიან გაქირავებას აქვს კრიზისული პერიოდი. იგივე ხდება თბილისში და ბათუმშიც. ბათუმს ისიც ემატება, რომ იქ უძრავი ქონება იყიდება საინვესტიციო მიზნით. საინვესტიციოდ ნაყიდი ქონება კი მიმართულია გაქირავებისკენ“,- აცხადებს ნიკა ანჯაფარიძე.

როცა მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას მცირდება ფასებიც. Wehost-ის დამფუძნებლის განცხადებით, ბინების მოკლევადიანი გაქირავების ფასი ძალიან დაეცა.

„ ძალიან დაცემულია ფასები. როცა მოთხოვნა არ არის და მიწოდება 2-3-ჯერ მეტია, ფასები არის ძალიან დაბლა ჩამოდის. ახლა ამას დაემატა არასეზონური პერიოდი.

ყველაზე ძვირად ღირებული ბინა რომ ავიღოთ, რომელიც ღირდა 150 დოლარი სეზონზე ზაფხულში, ასეთი ბინები ახალ ღირს 45 დოლარი. პატარა ზომის ბინები, რომელიც 30-40 დოლარის ფარგლებში ქირავდებოდა, შეიძლება 15-20 დოლარად იპოვოთ.

ევროპელი ტურისტების რაოდენობამ საკმაოდ იკლო და მოთხოვნის შემცირების ერთ-ერთი ფაქტორი ესეც არის. ბოლო 1-1,5 წელიწადია, რაც ტურისტების რაოდენობა ის არ არის, რაც იქამდე იყო“, - აცხადებს ანჯაფარიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები