ამერიკულმა ტექნოგიგანმტმა Apple-მა თავისი წარმატებული ყურსასმენების ახალი თაობა ოფიციალურად წარადგინა. AirPods Pro-ს უსადენო ყურსასმენები უკვე ხვალიდან, 30 ოქტომბრიდან გაიყიდება.
წინა AirPods-ებისაგან განსხვავებით, ახალი მოდელი ე.წ. One-Size-Fits-All-ს წარმოადგენს. რაც იმას ნიშნავს, რომ ყურსასმენს 3 სხვადასხვა ზომის სილიკონი ექნება და მომხმარებლებს მისი არჩევა და კომფორტულად მორგების საშუალება ექნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი თაობის მოწყობილობა, ორი მიკროფონით იქნება აღჭურვილი, რომლებიც გარე ხმებს მაქსიმალურად ჩაახშობს. ხმოვანი სიგნალი კი, მუდმივად, წამში 200-ჯერ რეგულირდება.
Apple-ის განმარტებით, AirPods Pro ერთი დამუხტვით 4,5 საათს უპრობლემოდ იმუშავებს. მისი ფასი შტატებში - 249 დოლარი, ხოლო ევროპულ ბაზარზე - 279 ევრო იქნება. მოწყობილობის ყიდვა ევროპაში უკვე ხვალიდან კომპანიის ოფიციალურ მაღაზიებშია შესაძლებელი.
Apple ტრადიციულად, თითქმის ყოველი წლის ოქტომბერში გარკვეულ პროდუქციას უშვებს. გასული წლის 30 ოქტომბერს ამერიკულმა კონცერნმა iPad Pro წარადგინა.