მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი არჩევნები და დაკავებულების ახალ წლამდე გათავისუფლება - ახალი პლატფორმა Freebusiness.ge

freebusiness

Freebusiness.ge - ასე ჰქვია ახალ პლატფორმას, რომელიც ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო შეიქმნა.

იდეის ავტორი ბიზნესმენი გიორგი ჩუგოშვილია.

Freebusiness.ge-ის პლატფორმის პრეზენტაცია BMGTV-ზე, გიორგი ისაკაძის გადაცემა “ბიზნესის კვირეულში” გაიმართა.

ბიზნესმენები, ვინც ფიქრობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების დეესკალაციის გზა ახალი არჩევნების დანიშვნასა და პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ახალ წლამდე გათავისუფლებაშია, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ამ პლატფორმაზე და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.

https://freebusiness.ge/

„არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია.

დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე განთავისუფლება.

ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა, პასუხისმგებელნი ქვეყნის ბედსა და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა, ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას“.

Facebook.com

Instagram

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები