"საქართველოში მოქმედი სუპერმარკეტების ჯამური ნავაჭრი გერმანიის ერთი სუპერმარკეტის წლიური ნავაჭრის 1/15-ედია", - ამის შესახებ "გუდვილის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხაბაშვილმა Industry Talks-ის ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია დაინერგოს ელექტრონული ფასმაჩვენებლები, რათა ეს განვითარებისთვის აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯებია.
"ჩვენთვის უდიდეს გამოწვევად რჩევა ბაზრის სიმწირე. იმიტომ რომ ბაზარი პატარაა და კომპანიებიც პატარაა. 2026 წლის პირველ ნახევარში ყველა სუპერმარკეტმა ერთად აჩვენა 5 მილიონი ლარის გაყიდვები, ეს ნიშნავს რომ 12 მილიარდს დაწერს წლევანდელი წელი, რაც არის 4 მილიარდი ევრო. საქართველოში მოქმედი სუპერმარკეტების ჯამური ნავაჭრი გერმანიის ერთი სუპერმარკეტის წლიური ნავაჭრის 1/15-ედია.
უფრო დიდი პრობლემა კიდევ, არა მთლიან მასშტაბშია არამედ ეფექტურობაში, კვადრატულ მეტრზე გაყიდვებში და მაღაზიაში გაყიდვების ეფექტურობაში.
ბოლო კვლევებით, წლის საშუალო გაყიდვა წლის საერთო გაყიდვა საშუალოდ 1 მაღაზიაზე მოდის 1 400 000-მდე ლარი, რაც არის 400 000 ევრო და შედარებისთვის, იმავე სუპერმარკეტის ქსელს, ერთ სუპერმარკეტზე 7 მილიონი ევრო აქვს საშუალო გაყიდვები - ეს პასუხად ელექტრონული ფასმაჩვენებლების სწრაფად დანერგვასთან დაკავშირებით-ეს არ არის იაფი გადაწყვეტები , მაგრამ ეს იქნება არსებობის და განვითარების გაგრძელებისთვის აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯები", - განაცხადა მან.
დღეს, „ბიზნეს მედია საქართველოს“ – BMG-ის და BDO Dogital-ის პარტნიორობით Industry Talks-ს პირველი ღონისძიება „ციფრული ტრანსფორმაციის“ თემაზე გაიმართა.
ინოვაციური, ციკლური კონცეფციის მქონე პროექტის სადებიუტო ღონისძიება, Industry Talks 1.0 | Retail Transformation, სრულად რითეილ სექტორს დაეთმობა, მომავალში კი პლატფორმა სხვა წამყვან ინდუსტრიებსაც მოიცავს.
ღონისძიების გენერალური პარტნიორი „ლიბერთი-ბაზისბანკ ჯგუფი“ და “ავერსი” არიან, პროექტის მხარდამჭერი კომპანია „ნაბეღლავია“, ტრანსფორმაციის პარტნიორები „ჯიპიაი ჰოლდინგი“, „დეილი ჯგუფი“, „ვისოლი“ და NGS group-ი, ჩართულობის პარტნიორები კი inoffice by urbanique, ბრენდჰენდი და „ასკანელი“ არიან.
























