„ქართული ბრენდის“ სახელის გამოყენებისთვის, მწარმოებლებს ახალი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევთ.
ტექნიკურ რეგლამენტში შესული ცვლილებით, ბრენდის წარმოებისათვის გამოყენებული ღვინის დისტილატის არანაკლებ 55%-ისა დამზადებული უნდა იყოს საქართველოში მოყვანილი ყურძნისაგან, ამ დრომდე ნებადართული იყო ეტიკეტზე „ქართული ბრენდის“ გამოყენება, თუ ბრენდის არანაკლებ 50% საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული ღვინის დისტილატის გამოყენებით იყო წარმოებული.
55%-იანი ზღვარი სპირტიანი სასმელების მწარმოებლებისა და მთავრობის შეთანხმების შედეგია. აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან იგეგმებოდა მოთხოვნის ამოქმედება, რომლის მიხედვით, ბრენდის საწარმოებლად გამოყენებული სპირტის არანაკლებ 85% საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან უნდა ყოფილიყო დამზადებული, რაც ბიზნესმა უარყოფითად შეაფასა.
მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, 2028 წლამდე „ქართული ბრენდის“ საწარმოებლად გამოსაყენებელი საქართველოში მოყვანილი ყურძნისაგან დამზადებული სპირტის პროცენტული მაჩვენებლის ყოველწლიურად 5%-ით გაიზრდა, რაც საშუალებას მისცემს კერძო სექტორს დაბალანსებულად, ეტაპობრივად განახორციელონ რეფორმა.