მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახალი პროგრამები დავამატეთ" - რა გეგმები აქვს "ალტე უნივერსიტეტს"?

ალტე უნივერსიტეტი შიდა

"თბილისის ღია უნივერსიტეტმა" რებრენდინგი განიცადა და ოპერირება "ალტე უნივერსიტეტის" სახელით დაიწყო. უნივერსიტეტს ახალი სასწავლო პროგრამებიც დაემატა. 

"ალტე უნივერსიტეტის" პრეზიდენტი რამაზ კუკულაძე გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში, უნივერსიტეტის ტრანსფორმაციაზე საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, ახალი პროგრამების ფარგლებში წელს ჰქონდათ შემთხვევები, როდესაც მიწოდებამ მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა. 

"უნივერსიტეტის ტრანსფორმაცია დავიწყეთ. ეს არის 5-6 წლიანი პერიოდი, რაც გამოიხატება იმაში, რომ დავამატეთ უამრავი ახალი სასწავლო პროგრამაც. დავამატეთ ქართულ ენოვანი მედიცინის პროგრამა, აქამდე მხოლოდ უცხოური იყო. ასევე კომპიუტერული მეცნიერებების სკოლა, აქ წელს იყო პირველი პრეტენდენტი, როცა იმაზე დიდი მოთხოვნა გვქონდა ვიდრე მიწოდება.

რაც შეეხება მიმდინარე სასწავლო წელს, ძალიან საინტერესო წელია, რადგან დიდ ინვესტიციას ვაკეთებთ ტექნოლოგიებში, შემდეგი ფაზა არის განახლებული მისიის, შეხედულებების, ტრანსფორმაციის ეტაპი" - აღნიშნავს რამაზ კუკულაძე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები