რუსული ავიაკომპანია "აზიმუტი" ბაშკირეთის ქალაქ უფადან თბილისში ფრენებს იწყებს. ინფორმაციას უფა-ს აეროპორტი ავრცელებს.
უფა-სა და თბილისს შორის რეგულარული ფრენები 26 იანვარს დაიწყება და კვირაში ერთხელ შესრულდება.
ცნობისთვის, "აზიმუტი" რეისებს უკვე ასრულებს შემდეგი მიმართულებებით: მოსკოვი-თბილისი-მოსკოვი, სოჭი-თბილისი-სოჭი, მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი, მინერალური წყლები-თბილისი-მინერალური წყლები. ორ ქვეყანას შორის ფრენებს ასრულებს რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი და ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი.