თბილისი სულ უფრო მკაფიოდ ყალიბდება ტექნოლოგიებისა და ფინანსური ინოვაციების რეგიონულ ცენტრად, სადაც კრიპტოვალუტა ყოველდღიურ ეკონომიკურ ცხოვრებაში უკვე აღარ განიხილება მხოლოდ ნიშურ მიმართულებად.
ის ეტაპობრივად იქცევა პრაქტიკულ ფინანსურ ინსტრუმენტად როგორც ადგილობრივი მომხმარებლებისთვის, ისე ექსპატებისა და საერთაშორისო ბიზნესისთვის, რაც ბაზარზე ახალი მოთამაშეების გაჩენასაც აჩქარებს.
ამ ფონზე, ახალმა კომპანიამ - GAUS CRYPTO თბილისში ოპერირება დაიწყო, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კრიპტოვალუტის გაცვლის სერვისია.
BM.GE-სთან ინტერვიუში კომპანიის დირექტორმა და დამფუძნებელმა დავით წერეთელმა განაცხადა, რომ კომპანია მომხმარებლებს კრიპტოაქტივების ყიდვა-გაყიდვას როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე საბანკო გადარიცხვით სთავაზობს. მისი კომპანია ბაზარზე უსაფრთხო, სწრაფი და გამჭვირვალე სერვისების მიმწოდებელია და ასე აღიქვამს მას მომხმარებელი.
მან ასევე აღნიშნა, რომ GAUS CRYPTO სრულად მოქმედებს AML (Anti-Money Laundering) სტანდარტებისა და მოქმედი რეგულაციების ფარგლებში. მისი განმარტებით, თითოეული ტრანზაქცია ხორციელდება მკაფიო და წინასწარ განსაზღვრული პირობებით, ხოლო მომხმარებელი ოპერაციის შესრულებამდე იღებს სრულ ინფორმაციას გაცვლის კურსისა და საკომისიოს შესახებ, რაც ფარული ხარჯების არსებობას გამორიცხავს.
"ჩვენთვის მთავარი პრინციპია სრული გამჭვირვალობა. მომხმარებელმა ზუსტად უნდა იცოდეს, რას იხდის და რა პირობებში ახორციელებს ოპერაციას - ეს ნდობის საფუძველია", - განაცხადა მან.

როგორც ის განმარტავს, სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის სტაბილურ ურთიერთობას კომპანიასა და მომხმარებელს შორის და ამყარებს ბაზარზე სანდოობის სტანდარტს.
კომპანია ამ ეტაპზე მომხმარებლებს ვაკეში მდებარე ოფისიდან ემსახურება, სადაც შესაძლებელია კრიპტოვალუტის როგორც ყიდვა, ისე გაყიდვა.
GAUS CRYPTO-ს დირექტორი და დამფუძნებელი ჩვენთან ინტერვიუში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მომსახურების გამოცდილებაზე - კომფორტულ გარემოზე, უსაფრთხოებაზე და თითოეულ კლიენტთან ინდივიდუალურ მიდგომაზე.
აღსანიშნავია, რომ გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად კომპანია გაფართოების ეტაპზე გადადის. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში იგეგმება მეორე ოფისის გახსნა მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც სერვისს უფრო ხელმისაწვდომს გახდის როგორც ქალაქის სხვადასხვა უბნის მცხოვრებლებისთვის, ისე ვიზიტორებისთვის.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მათი მიზანი მხოლოდ გაცვლითი ოპერაციების განხორციელება არ არის - GAUS CRYPTO ცდილობს მომხმარებლებთან ნდობაზე დაფუძნებული გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას და სერვისის სტაბილურ განვითარებას.
"ჩვენ ვქმნით სერვისს, რომელიც თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს პასუხობს - სისწრაფეს, გამჭვირვალობასა და უსაფრთხოებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა კლიენტმა თავი დაცულად და თავდაჯერებულად იგრძნოს", - აცხადებენ GAUS CRYPTO-ში.

ამასთან, კომპანია აქტიურად მუშაობს ონლაინ პლატფორმის განვითარებაზე, რომელიც მომხმარებლებს კრიპტოვალუტის დისტანციურად გაცვლის შესაძლებლობას მისცემს დაცული საკომუნიკაციო არხების გამოყენებით. პროექტის ამოქმედება უახლოეს პერიოდში იგეგმება და მიზნად ისახავს პროცესის გამარტივებასა და სერვისზე წვდომის კიდევ უფრო გაზრდას, რაც მომხმარებლებს არჩევანის საშუალებას მისცემს - მომსახურება მიიღონ როგორც ფიზიკურ ოფისში, ისე ონლაინ რეჟიმში.
დღეს GAUS CRYPTO უკვე ოპერირებს თბილისში და პარალელურად აფართოებს საკუთარ ქსელსა და სერვისებს, რაც კომპანიის შეფასებით, ადგილობრივ კრიპტობაზარზე კონკურენციისა და ხელმისაწვდომობის ზრდას შეუწყობს ხელს.




























