მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალი ტერმინალი გავხსენით, რომლითაც ამანათებს უფრო სწრაფად მოვემსახურებით - Inex Group

ინექს

გადამზიდავმა კომპანიამ Inex Group-მა თბილისის აეროპორტის მიმდებარედ საკუთარი ტერმინალის მშენებლობა დაასრულა და მისი ოფიციალური გახსნა უახლოეს დღეებში იგეგმება.

როგორც კომპანიის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა, მიხეილ ბაბუნაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, საბაჟო საწყობი საშუალებას მისცემთ, ამანათების და გზავნილების მზარდ მოცულობას უფრო ეფექტიანად მოემსახურონ.

“ელექტრონული კომერციის გამოყენება საქართველოში ყოველწლიურად იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი და მეტი ადამიანი სარგებლობს ონლაინ გამოწერით. „ინექს გრუპი“ აქტიურად თანამშრომლობს გლობალურ მარკეტფლეისებთან და ონლაინ მაღაზიებთან, ექსკლუზიური პარტნიორობაც გვაკავშირებს და შესაბამისად, ჩვენთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მზარდი მიმართულებაა.

გასულ თვეს საბაჟო ტერმინალის და სორტირების ცენტრის მშენებლობა დავასრულეთ თბილისის აეროპორტთან. საქართველოში ყოველთვის პრობლემა იყო საბაჟო გაფორმება და შესაბამისი პროცედურები. გვჯერა, რომ ჩვენი ტერმინალის მეშვეობით ეს ეფექტურობა და სისწრაფე გაიზრდება. კომპანია ბევრად უფრო ხარისხიანად შეძლებს მუშაობას და კლიენტებისთვის ამანათების უფრო სწრაფად მიწოდებას”, - განაცხადა მიხეილ ბაბუნაშვილმა.

ოფიციალური სტატისტიკით, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში საჰაერო გზით მიღებული ამანათების მოცულობა 66%-ით გაიზარდა. 6 თვეში სულ 15.6 ათასი ტონა ამანათები და გზავნილები შემოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები