მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალი წევრები ევროკავშირს შესაძლოა ხმის მიცემის უფლების გარეშე შეუერთდნენ - Politico

ევროკავშირი / უკრაინა

ევროკავშირს ახალი წევრები შესაძლოა ხმის მიცემის სრულფასოვანი უფლების გარეშე დაემატონ. ამის შესახებ Politico წერს და იქვე დასძენს, რომ მსგავსმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა უკრაინის გაწევრიანება მისაღები გახადოს ისეთი ქვეყნებისთვის როგორიც მაგალითად უნგრეთია, რომლის ლიდერიც ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია.

წევრობის წესების შეცვლის ეს წინადადება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და მის დამტკიცება ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება. ინიციატივის თანახმად, ევროკავშირის წევრობის გზაზე მყოფ ქვეყნებს: უკრაინას, მოლდოვას და მონტენეგროს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ ევროკავშირის წევრობის მრავალი სარგებლით, თუმცა ვეტოს უფლების გარეშე.

ევროკავშირმა გაფართოება სტრატეგიულ პრიორიტეტად გამოაცხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ექსპანსიონისტური დღის წესრიგის ფონზე, თუმცა წევრი ქვეყნების რაოდენობის 27-დან 30-მდე გაზრდის მცდელობას წევრი ქვეყნების ნაწილი ეწინააღმდეგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები