მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალი წლის ღამეს თბილისში მეტროს და ავტობუსის სამუშაო საათები არ გახანგრძლივდება - "ვმუშაობთ ჩვეულებრივად"

თბილისის მერია

დღეს, 31 დეკემბერს, დედაქალაქში უცვლელი დარჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განრიგი.

მეტრო 00:00 საათზე დაასრულებს მუშაობას. არ შეიცვლება არც ავტობუსების სამუშაო განრიგიც - ამის შესახებ BM.GE-ის მერიაში განუცხადეს.

ტრადიცია ნარჩუნდება შობის ღამეს, მერიის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, მეტრო 03:00 საათამდე იმუშავებს 6 იანვრის ღამეს. იანვრის 00:00-დან 7 იანვრის 03:00 საათის მონაკვეთში მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება. როგორც წესი, იგივე რეჟიმით მუშაობდა ტრანსპორტი ახალი წლის ღამესაც, თუმცა წელს, მერიაში მიზეზად ასახელებენ, რომ 31 დეკემბერს "გალა კონცერტი დაგეგმილი არ არის".

განახლება

მერიამ ინფორმაცია განაახლა, მეტრო დღეს 02:00 საათამდე იმუშავებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები