მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი წლის ჯადოსნური საპროტესტო ღამე რუსთაველის გამზირზე

საპროტესტო აქცია

ახალი წლის ჯადოსნური საპროტესტო ღამე რუსთაველის გამზირზე - აღნიშნული ჯგუფი Facebook-ში შეიქმნა და დაანონსებული ღონისძიებით ერთ ღამეში 11 000 ადამიანი დაინტერესდა.

ეს სახალხო ინიციატივაა, რომელიც ქართველი ხალხის პროტესტს გამოხატავს და რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე ერთად აღნიშნავენ ახალი წლის დადგომას.

ახალი წლის ღამეს რუსთაველზე ვიკრიბებით ყველა, ვისაც სურვილი აქვს. ყველას მოაქვს ის, რაც აქვს და შეუძლია, იმიტომ რომ სახლში ვერ ვიქნებით თბილად, ვიდრე ამდენი ადამიანია დაპატიმრებული უკანონოდ. ეს არის სოლიდარობის აქცია“, - აღნიშნავს ჯგუფის ინიციატორი თამუნა თანდაშვილი.

სახალხო პროტესტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უერთდება. ამის შესახებ მან ღონისძიების Facebook-ჯგუფში დაწერა: "ახალი წელი იქნება გამარჯვების, მშვიდობის და თავისუფლების წელი . შევხვდეთ ერთად!"

Facebook-ში შექმნილ ღონისძიების აღწერაში წერია: „ამ ქვეყანაში მხოლოდ ჩვენ ვართ ლეგიტიმური - ქართველი ხალხი. ახალ 2025 წელს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები