მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალმა წევრებმა უნდა გაიაზრონ, რომ როდესაც სებ-ის საბჭოში ხარ, დამოუკიდებელი უნდა იყო - გოგა მელიქიძე

სების საბჭო

ეროვნული ბანკის საბჭოს ახალმა წევრებმა უნდა გაიაზრონ, რომ როდესაც სებ-ის საბჭოს წევრი ხარ, დამოუკიდებელი უნდა იყო - ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის წარმომადგენელი, გოგა მელიქიძე აცხადებს.

მელიქიძე „საქმის კურსში“ სტუმრობისას სებ-ის საბჭოს ახლად დანიშნული წევრების კომპეტენციას არ აფასებს, თუმცა ამბობს, რომ სებ-ის დამოუკიდებლობის ხარისხი გამოწვევად კვლავ რჩება.

„მთავარი ამოცანაა, რომ ეროვნული ბანკი, თავისი საბჭოთი დამოუკიდებელი იყოს და სებ-ის მანდატის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იღებდეს გადაწყვეტილებებს. ეროვნული ბანკის საბჭოს ახალმა წევრებმა უნდა გაიაზრონ, რომ როდესაც სებ-ის საბჭოს წევრი ხარ, უნდა იყო დამოუკიდებელი და დამოუკიდებელი. თუ ეს ყველაფერი შესრულდა, მაშინ ეს საბჭო თავის მოვალეობას სწორად შეასრულებს, სხვა შემთხვევაში - არა. როგორი მოლოდინები უნდა გვქონდეს? არ ვიცი.

ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ამ ქვეყანაში მე ვერ ვხედავ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, ყველა ინსტიტუტს დამოუკიდებლობის ხარისხში უჭირს. მათ შორის, ეროვნულ ბანკსაც. ვნახოთ, როგორ იმუშავებს ახალი საბჭო და რამდენად აღადგენს დამოუკიდებლობის ხარისხს. ეს ჩემი შეფასება არაა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა იმიტომ გააჩერა საქართველოსთან მიმდინარე პროგრამა, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხი არ მოეწონა“, - განაცხადა გოგა მელიქიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მიხეილ ყაველაშვილის წარდგენილი კანდიდატები ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად ერთხმად აირჩია. მათ შორისაა, ეროვნული ბანკის 3 მოქმედი თანამშრომელი და "ქართული ოცნების" ყოფილი მინისტრი.

ამასთან, მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ სებ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენილი ნათია თურნავა დანიშნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები