მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალციხეში პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა - საიდან სტუმრობენ „ახალციხე ინნ“-ს?

ახალციხე ინნ

“Inn ჯგუფმა“ ახალციხეში პირველი, კომპანიისთვის კი რიგით მეშვიდე სასტუმრო „ახალციხე ინნ“ გახსნა, რომელიც ქალაქში, ჯერჯერობით, ერთადერთი 5-ვარსკვლავიანი ტურისტული ობიექტია.

როგორც „Inn ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია BM.GE-სთან ამბობს, რომ სასტუმრო ძირითადად უცხოელებს მასპინძლობს.

„ახალციხე სპეციფიკური ადგილისა, სადაც დამსვენებლების უდიდესი ნაწილი უცხოელები არიან და, უფრო მეტად, ტრადიციული ბაზრები: არაბები, ველოდებით დამსვენებლებს ისრაელიდანაც. ამ ეტაპზე ერთადერთი ახალი ბაზარი, რომელიც შემოვიდა, ჩინეთია და საკმაოდ საიმედოც ჩანს. იმედია, ახალი ბაზრების გამოჩენის ტენდენცია გაგრძელდება“, - ამბობს ერეკლე კოკაია.

მისი თქმით, სასტუმრო ამ ეტაპზე სრული დატვირთვით არ მუშაობს, რადგან ტერიტორიაზე გარკვეული ტიპის სამუშაოები გრძელდება.

„115-დან მხოლოდ 70 ნომერი გვაქვს გახსნილი და აქტიურად არ ვართ გაყიდვებში ჩართული ამ ეტაპზე. გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს და, შესაბამისად, დაკავებულობა შედარებით ნაკლებია, თუმცა მოთხოვნა საკმაოდ მაღალია“, - ამბობს „Inn ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი.

რაც შეეხება „ახალციხე ინნ“-ში განთავსების ღირებულებას, ერთი ნომრის ფასი, დაახლოებით, $70-ის ეკვივალენტია ლარში: „ამაში შედის სასტუმროში განთავსება, საუზმე და სპა მომსახურება“.

5-ვარსკვლავიანი სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება ჯერჯერობით სრულად დათვლილი არ არის, რადგან, ერეკლე კოკაიას თქმით, სამუშაოები დასრულებული არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები