მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ახლა, აუცილებელია კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება და ყველა მხარის ჩართულობის უზრუნველყოფა“- ჩაჩავა

ჩაჩავა

„ახლა, აუცილებელია კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება და ყველა მხარის ჩართულობის უზრუნველყოფა,“- ამის შესახებ BMG-ს გადაცემა, „ანალიტიკაში“ CDD-განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ჩაჩავამ განაცხადა

მისი შეფასებით, კანდიდატის სტატუსი არის ქვეყნისათვის დიდი შესაძლებლობა, რომ ისეთი სახელმწიფო აშენდეს, რომელზეც თაობები ოცნებობდნენ. ამასთან, ახლა, საქართველო არის ყველაზე ახლოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან და ცხადია ის ფაქტი, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება.

„კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყნის განვითარებისთვის, ევროინტეგრაციისთვის და სრული წევრობისთვის არის უმნიშვნელოვანესი საშუალება.

ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს მომავალ თაობებს ერთობლივი ძალებით ისეთი ქვეყანა შევუქმნათ, რომელზეც დიდი ხანია ჩვენ ყველა ერთად ვცდილობთ, რომ ვიცხოვროთ.

ასევე, საქართველოსთან მიმართებაში ძალიან მკაფიოა ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაც. რაც ნიშნავს იმას, რომ უამრავი შესაძლებლობა იხსნება. ჩვენ, მათივე დახმარებით ქვეყნის ტრანსფორმაცია უნდა შევძლოთ. ამასთან, რეფორმების განხორციელება უნდა მოვახერხოთ, რომ უკეთეს სახელმწიფოში ვიცხოვროთ, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, დემოკრატიულად ძლიერი და ეკონომიკურად ღია ,“- აცხადებს ჩაჩავა.

ცნობისთვის, გუშინ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები