მსოფლიოში უდიდესი ჰაკერთა დაჯგუფება Anonymous-ი საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ ერთ პოსტს X-ზე აქვეყნებს, სადაც წერია, რომ სამთავრობო მედია საშუალება Imedinews.ge-ს ვებგვერდი მათ ხელშია.
მათ პოსტში აღნიშნულია, რომ დაჯგუფებამ საქართველოს მთავრობის პროპაგანდისტული არხი IMEDI-ც მონიშნა: "ახლა, მთელი ვებგვერდი (Imedinews.ge) ჩვენს ხელშია".
ჰაკერები რუსულ კანონთან დაკავშირებულ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივად დარბევას გამოეხმაურნენ. მოგვიანებით, კი თავადვე დაადასტურეს, რომ ქართული ოცნების და ტელევიზია პოსტივის საიტების გათიშვაც მათი ძალისხმევით მოხდა. ანონიმუსის პლატფორმაზე სხვადასხვა დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შსს-ს და იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდებიც გაითიშა, რა დროსაც ვებგვერდებზე წვდომა შეზღუდული იყო. თბილისის მერიის ოფიციალურ გვერდზე კი მათ შეტყობინება დატოვეს სადაც ეწერა: „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს“.