“ახლა მთელი ყურადღება უნდა გადავიტანოთ 2024 წლის არჩევნებზე, რომ სამართლიანად ჩატარდეს” - ამის შესახებ ქალი ევროკავშირის დროშით, ნანა მალაშხიამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, „მხოლოდ კანდიდატის სტატუსი არაა თვითმიზანი, რადგან საჭიროა, რეფორმების ჩატარება“.
„მოლოდინების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ვფიქრობ, ქართული ხალხია, რომელიც შეუპოვრად იბრძოდა და იბრძვის ევროპული პერსპექტივისთვის.
მხოლოდ კანდიდატის სტატუსი არაა თვითმიზანი… საჭიროა, რეფორმების ჩატარება, ევროკავშირთან მიახლოება… მე ვერ ვხედავ ხელისუფლების მონდომებას და სურვილს - სურვილი შეიძლება გამოხატული იყოს მისი ძალაუფლების შენარჩუნებაში, რადგან არ მალავენ და აცხადებენ რომ „ საარჩევნოდ ჩვენ წარვდგებით მყარად ამომრჩევლის წინაშე კანდიდატის სტატუსით“.
მათი ქმედებები არ მაძლევს იმის საშუალებას რომ ეს დაწყებული საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი. მხოლოდ კანდიდატის სტატუსი არაა თვითმიზანი.
ყურადღება უნდა გადავიტანოთ არჩევნებზე რომ ის სამართლიანად ჩატარდეს და აქ საჭიროა ორივე მხარის ჩართულობა როგორც ჩვენი პარტნიორების, ისე შიგნიდან ოპოზიციის გააქტიურება და ორიენტირებულობა ამომრჩევლებზე მათ პრობლემებზე.
მოლოდინი მაქვს რომ ოპოზიციაში ახალ სახეებსაც ვიხილავთ და იქნება ამომრჩევლების პრობლემებზე მორგებული პროგრამები. ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ბრძოლა ახლა იწყება, ” - განაცხადა ნანა მალაშხიამ.
ცნობისთვის: ევროკომისიამ დღეს რეკომენდაცია გასცა, საქართველო EU-ს წევრობის კანდიდატი გახდეს.