მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახლად შექმნილი დაცული ტერიტორიების მიმდებარე მოსახლეობას საგრანტო პროექტები დაუფინანსდებათ - დაცული ტერიტორიების სააგენტო

დაცული ტერიტორიები
21.06.24 13:52
533

ახლად შექმნილი დაცული ტერიტორიების: რაჭის ეროვნული პარკის, კვერეთის აღკვეთილის, ტანას და თეძამის დაცული ტერიტორიების და ერუშეთის ეროვნული პარკის მიმდებარე თემებისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსება დაიწყება - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ინიციატივის მხარდასაჭერად, სამუშაო შეხვედრები გაიმართა დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის გაფორმებული საგრანტო პროექტის „ბიომრავალფეროვნება და ადგილობრივი მდგრადი განვითარება საქართველოშიფარგლებში.

„პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მცირე საგრანტო პროექტების დაფინანსების გზით. მიმდინარე პერიოდში მიმდინარეობს მუშაობა ადგილობრივ თემებთან, რათა მოხდეს საჭიროებების იდენტიფიცირება, რომლის შესაბამისად დაიწყება საგრანტო პროექტების დაფინანსების ეტაპი.

სამუშაო შეხვედრების მონაწილეები გაეცნენ მცირე გრანტებით უზრუნველყოფისათვის საჭიროებებს, ასევე, იმსჯელეს დაცული ტერიტორიების მიმდებარე ადგილობრივი თემების განვითარებაზე“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, თუმცა დეტალები დაზუსტებული არ არის.

შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს რაჭის ეროვნული პარკის, კვერეთის აღკვეთილის, ერუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციების და დაცული ტერიტორიების დამხმარე ზონის ადგილობრივი თემების წარმომადგენლებმა - ონის, საჩხერის, ახალციხის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, რესურს ცენტრის, სოფლის განვითარების სააგენტოს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების: „ტოლერანტი“, „ორალი“, „ურაველი“, „მუსხი“, „მინაძე“ წარმომადგენლებმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები