მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაცულ ტერიტორიებს 1 მლნ-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა - რომელი ქვეყნის მოქალაქეები ჭარბობდნენ ვიზიტორთა შორის?

ვიზიტორები

2023 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 1 076 574 ვიზიტორი ეწვია, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით 19%-ითაა გაზრდილი, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 90%-ით არის აღდგენილი.

BM.GE-ს მიერ სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით, გასული წლის ვიზიტორთა შორის 42% ქართველია (449 312 ვიზიტორი), ხოლო 58% უცხოელი (627 262 ვიზიტორი). 2023 წელს უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 2022 წლის მონაცემებთან შედარებით 28%-ით გაიზარდა.

სააგენტოს ცნობით, უცხოელ ვიზიტორთა შორის ყველაზე მეტად ბელარუსის, ყაზახეთის, ისრაელის, რუსეთის და პოლონეთის მოქალაქეები ჭარბობდნენ.

ვიზიტორების მხრიდან ყველაზე მეტად მონახულებადი დაცული ტერიტორიების რეიტინგი კი ასეთია: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლია, მტირალას ეროვნულ პარკი, წალკის კანიონი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები