მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახლად შექმნილი სპორტის სამინისტროში მოადგილედ ირაკლი მეძმარიაშვილი დაინიშნა

ირაკლი მეძმარიაშვილი

სპორტის ახლად გამოყოფილ სამინისტროში მოადგილედ პარლამენტის ყოფილი წევრი, ირაკლი მეძმარიაშვილი დაინიშნა.

ირაკლი კობახიძის მიერ 13 იანვარს ხელმოწერილი ბრძანების მიხედვით, ამ ეტაპზე "ქართული ოცნების" მინისტრს, მხოლოდ ერთი მოადგილე ჰყავს.

2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც კულტურისა და სპორტის სამინისტროები გაიყო.

ვინ არის და რას საქმიანობდა ირაკლი მეძმარიაშვილი?

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის სპეციალისტია.
  • 1983-1985წწ. საპროექტო ინსტიტუტის კავგიპროტრანსის ინჟინერი;
  • 1985-1989წწ. კომკავშირის პარტიული სამსახური;
  • 1989-1992წწ. საქკურორტმომარაგება გასაღების ტექნიკური დირექტორი;
  • 1992-1994წწ. შპს "ტმს"ს გენერალური დირექტორი;
  • 1994-1995წწ. შპს "ზის" გენერალური დირექტორი;
  • 1995-1998წწ. ქ. თბილისის მერიის კრწანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი; ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე (1995);
  • 1998-2000წწ. ქ. თბილისის მთავრობის ვიცე პრემიერი;
  • 2000-2004წწ. საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე;
  • 2004-2005წწ. Geosport LTD-ს დამფუძნებელი-გენერალური დირექტორი;
  • 2005-2006წწ. ფსკ "დინამო"ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
  • 2006-2009წწ. საქართველოს ბ. პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის გენერალური დირექტორი;
  • 2010-2012წწ. EngeoCapital Group GMBH-ის აღმასრულებელი დირექტორი;
  • 2013-2020წწ. საზოგადოება "თბილისელის" გამგეობის თავმჯდომარე;
  • 2020წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები