მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახლო აღმოსავლეთი და პარტნიორობა - რა საკითხები განიხილეს საგარეო სამინისტროში აშშ-ის ელჩის მშ-სთან?

საგარეო

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ალან პარსელს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრა 20 მარტს გაიმართა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს. უწყების პრესრელიზში ვკითხულობთ:

"2026 წლის 20 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ალან პარსელთან.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი. საუბარი შეეხო ორმხრივი ეკონომიკური კავშირების სამომავლო პერსპექტივებსაც.

ასევე განხილულ იქნა ახლო აღმოსავლეთში და მთლიანად რეგიონში არსებული ვითარება", - წერს უწყება.

    გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

    მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები