მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახლო აღმოსავლეთის ტურიზმის აღდგენას ხელს საამიროები და საუდის არაბეთი უწყობენ - WTM Global Travel Report

საუდის არაბეთი

6 ნოემბერს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ახლო აღმოსავლეთის ტურისტული ინდუსტრიის აღდგენაში საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები დიდ როლს თამაშობენ.

მოსალოდნელია, რომ 2023 წელს რეგიონში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 33 მილიონს მიაღწევს, რაც 2019 წელთან შედარებით 13%-ით მეტი იქნება.

ახლო აღმოსავლეთი სხვა რეგიონებს შიდა ტურიზმის თვალსაზრისითაც სჯობნის, ეს მაჩვენებელი 2019 წლიდან 176%-ით გაიზარდა.

ამასთან, მოხსენებაში აღნიშნულია, რომ „ორივე ქვეყანა დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ტურისტულ ინფრასტრუქტურაში და მათი ძირითადი სტრატეგია ტურიზმის განვითარებაა".

აღსანიშნავია, რომ რეგიონში, როგორც შემომავალი, ასევე შიდა ბაზრები გაიზარდა.

საუდის არაბეთისთვის საერთაშორისო ტურიზმი 66%-ით აჭარბებს 2019 წელის მაჩვენებელს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კი 21%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება შიდა ვიზიტებს, საუდის არაბეთში 37%-იანი, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 66%-იანი ზრდა ფიქსირდება.

World Travel Market London-ის გამოფენის დირექტორი ჯულიეტ ლოსარდო ამბობს: "ახლო აღმოსავლეთი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დინამიკური რეგიონია ტურიზმისთვის. WTM Global Travel Report-ის დადებითი დასკვნები აჩვენებს, რომ ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში განხორციელებული საწყისი ინვესტიციები უკვე დივიდენდებს იძლევა"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები