მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი და ნავთობის გაძვირება გლობალურ ინფლაციაზე ახდენს გავლენას - სებ

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კვლავ უცვლელად, 8%-ზე დატოვა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომ გავრცელებულ პრეს რელიზში სებ-ი აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები სტაბილურია, თუმცა მარეგულირებელი ყურადღებას ამახვილებს ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების შედეგად ნავთობის ფასების ზრდაზე და აცხადებს, რომ ამ რისკების ხანგრძლივად რეალიზების ფონზე, შესაძლოა მაღალინფლაციური სცენარი განვითარდეს. ამასობაში კი ანალიტიკური ორგანიზაციების ნაწილმა ისრაელი-ირანის სამხედრო დაპირისპირების ფონზე, მიმდინარე წლისთვის ინფლაციის პროგნოზი გაზარდეს და ელიან, რომ წლის ბოლოსთვის საქართველოში ფასების ზრდა დაჩქარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები