ახლო აღმოსავლეთში არსებული მიწოდების რისკების ფონზე, ბაზარზე ნავთობის ფასმა $111-ს გადააჭარბა და ხუთთვიან მაქსიმუმზე ავიდა.
როგორც ირკვევა, საერთაშორისო საორიენტაციო Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსებით ვაჭრობა ბარელზე დაახლოებით $111-ის ფარგლებში დაიწყო, ხოლო ამერიკული WTI-ის ღირებულებამ $100-ს გადააჭარბა.
არსებული ინფორმაციით, ნედლეულის მაღალ ფასს ირანთან მიმდინარე ომის პირობებში ენერგორესურსების სტაბილური მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებული გაურკვევლობა განაპირობებს. ამასთან, ტრეიდერები ითვალისწინებენ ჰორმუზის სრუტეში ირანის მხრიდან ახალი თავდასხმების რისკსაც.
რაც შეეხება ფიზიკურ მიწოდებასა და ბაზრის შეფასებებს, ამჟამად სპარსეთის ყურიდან ნედლი ნავთობის ნაკადები შედარებით მყარია. აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, კრის რაიტმა Fox News-თან საუბრისას განაცხადა, რომ ყურიდან ნედლი ნავთობის მიწოდება ომამდელი ნიშნულის დაახლოებით 80%-მდეა აღდგენილი, თუმცა გადამუშავებული პროდუქტების მიმართულებით შეზღუდვები კვლავ მწვავეა.
























