მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპული რეზერვების შესაძლო გახსნის ფონზე, ნავთობის ფასი შემცირდა

ნავთობი

პარასკევს დილით საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი 2%-ზე მეტით შემცირდა.

დეკემბრის ფიუჩერსების მიხედვით, Brent-ის მარკის ნავთობის ღირებულება 2.5%-ით დაეცა და ბარელზე $99.78 შეადგინა. ამასთან, ამერიკული WTI-ის ნოემბრის კონტრაქტების ფასი თითქმის 3.8%-ით შემცირდა და $89.40-მდე ჩამოვიდა.

როგორც ირკვევა, მკვეთრი ვარდნა ევროპული ქვეყნების მიერ ნავთობისა და დიზელის რეზერვების შესაძლო გახსნის შესახებ გავრცელებულმა ცნობებმა განაპირობა. არსებული ინფორმაციით, მათი ეს გადაწყვეტილება მიზნად გლობალურ ბაზარზე არსებული მიწოდების დეფიციტის შემსუბუქებას ისახავს.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დიზელის დამატებითი მარაგების გამოთავისუფლების საკითხი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელებული წნეხის შემდეგ განიხილეს. ანგარიში, რომელიც მოლაპარაკებების დეტალებში ჩახედულ ანონიმურ წყაროს ეყრდნობა, საფრანგეთის მიერ მომზადებულ კონკრეტულ წინადადებას ეფუძნება.

არსებული გეგმით, ევროგაერთიანების სახელმწიფოებმა ბაზარზე 50 მილიონი ბარელი დიზელი უნდა გამოიტანონ. ამასთან, საფრანგეთი IEA-ის წევრებს 50 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის გამოთავისუფლებას შესთავაზებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები