მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აკრძალვის მიუხედავად, კრიპტოაქტივებზე მოთხოვნა ჩინეთში ისევ მაღალია

china btc

სამთავრობო აკრძალვის და უმკაცრესი რეგულაციების დაწესების მიუხედავად, ჩინეთის მასშტაბით კრიპტოაქტივებზე მოთხოვნა ისევ მაღალია.

Kyros Ventures-ის ინფორმაციით, გამოკითხულ ინვესტორთა 70%-ს ერთი ტიპის კრიპტოვალუტა მაინც აქვს პორტფელში. უმეტეს შემთხვევაში, ეს ვალუტა ბიტკოინი, ეთერიუმი ან ტეზერია.

ჩინეთის მთავრობამ კრიპტოაქტივების გამოყენება და მაინინგი 2021 წელს სრულად აკრძალა, თუმცა ქვეყნის მასშტაბით მაინინგი მაინც არ შემწყდარა, რაც კანონის აღსრულების პრობლემაზე და კორუფციაზე მიუთითებს.

ასევე, კიდევ ერთი გარემოება, რაც კრიპტოაქტივების აკრძალვას ართულებს, ის ფაქტია, რომ ვერცერთი სახელმწიფოს მთავრობას ბიტკოინის, ეთერიუმისა თუ სხვა კრიპტოვალუტის ტრანზაქციების შეჩერება არ შეუძლია, შესაბამისად, აკრძალვას მხოლოდ სიმბოლური ფორმა შეიძლება ჰქონდა, რადგან მისი აღსრულება უბრალოდ შეუძლებელია.

აგრეთვე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კრიპტოსაფულეების მფლობელების ვინაობა ანონიმურია, შესაბამისად, ამ ტიპის აქტივის გაკონტროლება სახელმწიფოს მხრიდან კოლოსალურ რესურსებს მოითხოვს, რასაც ჩინეთის მთავრობაც კი ვერ გასწვდება.

მართალია, ჩინეთის მასშტაბით კრიპტოაქტივების მფლობელების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ინვესტორთა რიცხვი რამდენიმე ათეულ მილიონს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები