ჰონგ-კონგის მარეგულირებელმა ორგანომ ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ETF-ების გამოშვების ნებართვა გასცა.
ოფიციალური უწყების განმარტებით, ინვესტორებს ექნებათ იმის საშუალება, რომ სასურველი კრიპტოაქტივები პირდაპირ საფონდო ბირჟიდან შეიძინონ, რაც მათ უსაფრთხოებას და ფულის გათეთრების რისკების შემცირებას უზრუნველყოფს.
უნდა აღინიშნოს, რომ ჰონგ-კონგი ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონია, სადაც შედარებით ლიბერალური კანონმდებლობა მოქმედებს, სწორედ ამის ხარჯზე ჰონგ-კონგი ჩინეთისთვის დაახლოებით იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც უოლ-სტრიტი ამერიკისთვის.
თავად ჩინეთში კრიპტოაქტივების მაინინგი და ტრეიდინგი ოფიციალურად აკრძალულია, თუმცა ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც ფლობს ბიტკოინს და სხვა ტიპის აქტივებს.
ჰონგ-კონგის მასშტაბით ბიტკოინის ETF-ების დამტკიცება პირდაპირ კავშირშია გლობალური ინვესტორების მხრიდან კრიპტოაქტივების მიმართ ინტერესის ზრდასთან და უოლ-სტრიტზე ამ აქტივების გამოჩენასთან.