მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აკვაკულტურას განვითარების პოტენციალი მცირედითაა ათვისებული“ - მინისტრი

644128efaff57
ვიქტორია მღებრიშვილი
20.04.23 16:20
642
სოფლის მეურნეობის მინისტრის შეფასებით, საქართველოში აკვაკულტურის განვითარების პოტენციალი მცირედითაა ათვისებული. ამის შესახებ ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მან, წელს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „საქართველოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტზე ისაუბრა, რომელიც ადგილობრივი საზღვაო აკვაკულტურის განვითარების სფეროსთვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა. ასევე, ლურჯი ეკონომიკის განვითარებისთვის და ზღვის რესურსების მდგრადი გამოყენებისთვის საქართველოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონების დამტკიცების პროგრესს გაუსვა ხაზი.

„საქართველოში აკვაკულტურას აქვს განვითარების დიდი პოტენციალი, რაც ამ დრომდე მხოლოდ მცირედით თუ არის ათვისებული. მათ შორის არის საზღვაო აკვაკულტურა. წელს დავამტკიცეთ საზღვაო აკვაკულტურის ფერმების მოსაწყობად ზონები აჭარის, სამეგრელოს და გურიის სანაპირო ზოლში, 8 ლოკაციაზე. აღნიშნული გააჩენს შესაძლებლობებს აკვაკულტურის მიმართულებით მსხვილი ინვესტიციების მოზიდვისთვის, რაც ნიშნავს ათეულ ათასობით ტონა თევზის და სხვადასხვა სახეობის ზღვის პროდუქტის წარმოების შესაძლებლობას და, ეტაპობრივად, ასეულობით მილიონი დოლარის საექსპორტო პოტენციალის ათვისებას. აკვაკულტურის ზონების ძირითადი რეკომენდაციები სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასა (FAO) და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით, ასევე, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით მომზადდა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აღსანიშნავია, რომ ზონების დადგენა ხელს შეუწყობს საქართველოში აკვაკულტურის დარგის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები