მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Alaska Air Group-ი Hawaiian Holdings-ს $1.9 მილიარდად შეიძენს

ALASKA & HAWAII

გლობალურ საავიაციო ინდუსტრიაში საინტერესო გარიგება შედგა. ამერიკული Alaska Air Group-ი, რომელიც Alaska Airlines-ისა და Horizon Air-ის ბრენდებს ფლობს, ჰავაის უმსხვილესი ავიაგადამზიდის მფლობელ Hawaiian Holdings-ს შეიძენს, რაშიც $1.9 მილიარდს გადაიხდის. ამ თანხაში შედის, როგორც კომპანიის აქციების ღირებულება, ასევე ვალდებულებები, რომლებიც მას კრედიტორების წინაშე აქვს.

აღნიშნულ გარიგებას, როგორც ჩანს, ჰავაიური კომპანიის ინვესტორები დადებითად შეხვდნენ, რადგან მას შემდეგ, რაც მედიამ შეთანხმების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა, კომპანიის აქციების ფასმა, რომელიც წლის დასაწყისიდან მკვეთრად იყო შემცირებული - 34%-ით იმატა. საინტერესოა, რომ ის თანხა, რომლითაც Alaska Air Group-ი Hawaiian Holdings-ს ყიდულობს, 270%-იან პრემიუმს წარმოადგენს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს გარიგება, წესით და რიგით, ორივე კომპანიას უნდა გამოადგეს, რადგან ასე, Alaska Air Group-ი აზიისა და წყნარი ოკეანის ბაზარზე გაფართოვდება, ხოლო ჰავაიზე მცხოვრები მომხმარებლები ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმოსვლას უფრო მარტივად შეძლებენ.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები