რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებული იყო. როგორც სერგეი ლავროვი Tass-თან ინტერვიუში აღნიშნავს, თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე "ევროოპტიმისტების“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს შეფასება სთხოვა.
„თქვენ და ლავროვი ლაპარაკობთ ამაზე სულ. თქვენი და ლავროვის განცხადებები არის უნისონში“, - თქვა რეპლიკის სახით ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.
“მე ნაკლებად ვუსმენ ლავროვის განცხადებებს, რადგან ის არ არის საქართველოს კეთილმოსურნე. ის არასდროს გააკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო განცხადებას და ძალიან კარგი იქნება, თუ მის განცხადებებს არ გავიმეორებთ ხოლმე“, - უპასუხა დეკანოიძეს გიორგი კაკაურიძემ.
"ფრენების აღდგენაზე ღარიბაშვილის მთავრობასთან შევთანხმდით" - ლავროვი