მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ევროპას კონკურენციას ვერ გაუწევს, ქართველები რუსეთში ტურისტულად არ წავლენ - Discover Georgia

645e1ee4592c6
გიგა ბენია
14.05.23 17:25
742
ვლადიმერ პუტინის მხრიდან საქართველოსთან ავიაფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას, Discover Georgia-ს დირექტორი აფასებს. BMG-თან საუბარში, ნინა კეკელიძე აცხადებს, რომ ევროპას რუსეთი ვერ ჩაანაცვლებს და საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში ტურისტული მოგზაურობა საინტერესო არ არის.

"ევროპას რუსეთი კონკურენციას ვერ გაუწევს. ფაქტი, რომ ქართველები წავალთ და მოსკოვს აღმოვაჩენთ, არ იქნება. არც ვფიქრობთ, რომ რუსეთი ქართული გამყვანი ტურიზმის მიმართულება გახდება. რუსეთში კომფორტულად მგზავრობის ცნება, ვფიქრობ, ქართველებისთვის მისაღები არც იყო და არც არის. 35-მანეთიან დროს თუ არ ჩავთვლით", - აცხადებს ნინა კეკელიძე.

Discover Georgia-ს დირექტორი ვარაუდობს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება გამყვანი ტურიზმის სტატისტიკას ვერ შეცვლის. მისი თქმით, საქართველოდან რუსეთში ისევ ის ადამიანები ივლიან, რომლებიც აქამდეც დადიოდნენ.

"საქართველოში მცხოვრები ადამიანები რუსეთში სხვადასხვა მიზნით მოგზაურობენ, ესაა ბიზნესი, ნათესავების მონახულება და ა.შ. ტურისტული ვიზიტებით ნაკლებად არიან დაინტერესებულები [საქართველოს მოქალაქეები]. შესაბამისად, ახლა უკვე მარტივად, თუმცა რუსეთის ფედერაციაში ისევ ეს ადამიანები ივლიან", - აცხადებს ნინა კეკელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები